უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 ნოემბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 77 950;
ტანკი – 2 801;
ჯავშანტექნიკა – 5 666;
საარტილერიო სისტემა – 1 802;
სარაკეტო სისტემა – 393;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205;
თვითმფრინავები – 278;
ვერტმფრენი – 260;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 483;
საკრუიზო რაკეტები – 399;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 227;
გემი/ნავი/კატარღა – 16;
სპეციალური აღჭურვილობა – 159.