პარტიებმა – „გირჩი მეტი თავისუფლება“ , „დროა“ და სტრატეგია აღმაშენებელი“ – ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარეს, სადაც ერთობლივ განცხადებას გაკეთეს. მათი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე არის კონსოლიდაცია და ეს ეხება არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას.
[su_quote] ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, ამ პროცესში, როცა ჩვენ ველოდებით ზოგადად შეფასებას ევროკავშირის მხრიდან, სადაც პრაქტიკულად ლაპარაკია არა თუ წინსვლაზე და პერსპექტივასთან მიახლოებაზე, არამედ უკუსვლაზე და რეგრესზე. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ არცერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე რთული რეფორმების გატარებასთან, კერძოდ, ეს არის მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე და სურვილზე რომ დავუახლოვდეთ ევროპას. მაგალითად, ნიკა გვარამიას გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასვლას დღეს უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება, სასამართლო რეფორმას უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება, პროპაგანდასთან წინააღმდეგობას, რაც ასევე აღნიშნულია, უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება, უკრაინის მხარდაჭერას და სანქციებს თავს რომ არ ვარიდებდეთ, უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ აქვს, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ეს ხელისუფლება”. [/su_quote]
– განაცხადა პარტია „დროას“ ლიდრმა, ელენე ხოშტარიამ.