ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტების მორიგი იერიში დონეცკში – რუსების აგრესიის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა

ომის 259-ე დღეს უკრაინაში კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გამონაკლისი არც დონეცკის ოლქია. რუსულმა ჯარმა იერიში ქალაქ კრამატორსკზე მიიტანა. შედეგად, დაშავდა რვა წლის ბავშვი, განადგურდა სკოლა და საცხოვრებელი შენობები.

რუსული ძალები უწყვეტად ბომბავენ დნეპროპეტროვსკის ქალაქ ნიკოპოლს. ადგილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ სუმის ოლქის მიმართულებით 59 ჭურვი გაისროლა, დაზიანდა რეგიონის 5 დასახლება.

ხერსონის ოლქის განთავისუფლებულ ტერიტორიაზე 3 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მათ წამების კვალი აღენიშნებოდათ.

უკრაინის 10 ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეზღუდულია.

იტვირთბა....