ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსები დონეცკში უკიდურესად მასშტაბურ ზარალს განიცდიან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის, რომ ფრონტიდან ახალი ამბები საინფორმაციო სივრცეში ნაკლებად ვრცელდება, არ ნიშნავს ბრძოლის ინტენსივობის შემცირებას. ზელენსკის განცხადებით, დონეცკის რეგიონში განსაკუთრებით რთული სიტუაციაა.

“მძიმე მდგომარეობაა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება, როგორც ადრე და განსაკუთრებით რთულია – ისევე როგორც ადრე – დონეცკის რეგიონში. ოკუპანტების აქტიურობა იქ რჩება უკიდურესად მაღალ დონეზე – ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. ისინი განიცდიან უკიდურესად მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება არ შეცვლილა – მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ. და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ”, – თქვა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ბრძოლის პარარელურად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზელენსკის თქმით, ზამთრის, როგორც იარაღის გამოყენება, ტერორისტული სახელმწიფოს გეგმაა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის წინააღმდეგ.

იტვირთბა....