ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა კამიკაძე დრონებით დნიპრო დაბომბეს

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო Telegram-ზე ავრცელებს ინფორმაციას რუსების მიერ დნიპროს დაბომბვის შესახებ. მისივე თქმით, ოკუპანტებმა კამიკაძე დრონები გამოიყენეს.

“ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ხუთი მოძრავი საბრძოლო მასალა. დნიპრში დრონებით დაბომბეს ლოჯისტიკური კომპანია. დაიჭრა მისი ოთხი თანამშრომელი. ყველა საავადმყოფოშია. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა”, – წერს რეზნიჩენკო .

განცხადებაში აღნიშნულია, რომ, დაბომბვის შედეგად, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

იტვირთბა....