ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

2 ბინა ვაკეში, 1 რუსთაველზე, 1 თურქეთში, 325 ათასი დანაზოგი და სოლიდური ხელფასი – რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი  დავით საგანელიძე ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ის ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიისთვის სასათბურე პირობების შექმნაში დაადანაშაულეს. საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდიდან“ რამდენიმე მილიონი გადაურიცხა „ჰუმანითი ჯორჯიას“, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მისი ძმიშვილი გიორგი საგანელიძეა.

„საპარტნიორო ფონდი“, რომელიც მთავრობამ 2011 წელს დაარსა, საქართველოს რკინიგზის 100%-იანი აქციების მფლობელია. მას ასევე სრულად ეკუთვნის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და თბილისის ენერგოგამანაწილებელის „თელასის“ აქციების 24%. ფონდის ჯამური აქტივები 5.4 მილიარდ ლარს აღემატება.

საგანელიძე ხსენებულ ფორნდს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. იმ დროს როცა მედია ნეპოტიზმზე ლაპარაკობდა, საგანელიძემ განაცხადა, რომ მას დიდი სანათესაო ჰყავს და ყველა წარმატებულია თავის საქმეში.

სანამ საგანელიძე თავისი ნათესავებით ამაყობს, „მეტრონომი“ მისი ქონებრივი მდგომარეობით დაინტერესდა.

სამედიცინო განათლების საგანელიძეს პოლიტიკაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი  იყოს.

ქონებრივი დეკლარაცია „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს ერთი თვის წინ აქვს შევსებული.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ საგანელიძე პირადად ფლობს 4 ბინას, 2 საცხოვრებელ სახლს, 2 მიწის ნაკვეთსა და 3 ავტოფარეხს. კიდევ ერთი ბინა და მიწის ნაკვეთი მისი დედის მფლობელობაშია.

„საპარტნიორო ფონდის“ დირექტორს 2 ბინა ჭავჭავაძის ქუჩაზე 200კვ.მ და 300 კვ.მ ფართობისა და რუსთველის გამზ. 65.კვ.მ. ამას გარდა, საგანელიძე საცხოვრებელი სახლს თურქეთშიც ფლობს.

რაც შეეხება აგარაკებსა და მიწის ნაკვეთებს, ჩინოვნიკი აღნიშნულ ქონებას მცხეთასა და რაჭაში ფლობს.

რაც შეეხება დანაზოგს, საგანელიძის ოჯახის დანაზოგი ჯამში  325 033 ლარია.

დეკლარაციის მონაცემებით, მის მეუღლეს სოფიო ფარცხალაძეს 8000.00 GEL , 36000.00 USD აქვს დანაზოგის სახით, დედას, ლილი ბოჭორიშვილს 9000.00 GEL, 57000.00 USD, ხოლო თავად დავით საგანელიძეს 19000.00 GEL, 10 000 GEL, 23000.00 USD

დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე საგანელიძეს აღებული 84 000 ლარი. ის ფონდის ხელმძღვანელად სექტემბრის ბოლოს, ანუ  5 თვის წინ დაინიშნა. ანუ თვიურად საგანელიძემ 16 800 ლარი აიღო ხელფასის სახით.

საინტერესოა,  რატომ იღებს საგანელიძე თვიურად ამ რაოდენობის თანხას, თუმცა „მეტრონომთან“ „საპარტნიორო ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლელა წიკლაური არ თანამშრომლობს. იმედს ვიტოვებთ, მომავალში ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ და იმ კითხვებზე მივიღებთ პასუხებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და რომელთა დასმაც ლეგიტიმურია.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....