ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის ისეთი დაავადება, რომლის შესახებაც არ შეიძლება ასე საჯაროდ საუბარი” – „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

კლინიკა “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი,ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს,რომ მათ სათანადო ჩაატარეს კვლევები და რამდენიმე დღეში იქნება ზუსტი პასუხი აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულიოზი.

„ტუბერკულიოზთან დაკავშირებით კიდევ საჭიროა დამატებითი კონსულტაციები და კვლევები, ამიტომ, ჯერჯერობით მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი ამ დაავადების არსებობის შესახებ და ჩავატარეთ სათანადო კვლევები არამარტო საქართველოში. მე რა უნდა გითხრათ დემენციასთან დაკავშირებით. ეს არის ისეთი დაავადება, რომლის შესახებაც არ შეიძლება ასე საჯაროდ საუბარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ გრძელდება უკვე ეს ტემპერატურული რეაქციები უკვე გარკვეული პერიოდია…თუნდაც ის პირობები, რა პირობებშიც იმყოფება…სანამ იქნება ეს სტრესის წყარო, მანამ იქნება მისი ჯანმრთელობა შესაბამისი, – განაცხადა ჩხაიძემ.

იტვირთბა....