ახალი ამბები მთავარი

ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში “ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” . მათივე ცნობით, პრემიერმა დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საკუთარ გამოსვლაში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს არსებული გამოწვევების დასაძლევად ინვესტიციები უნდა ჩაიდოს სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში.

ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის ფონზე.

„საქართველოს შეუძლია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ამ მიზნით, შავ ზღვაში საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს სტრატეგიული პროექტი ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მწვანე განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს“ , – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

იტვირთბა....