უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. შესაძლოა უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, 2023 წლის 19 თებერვლამდე გაგრძელდეს
პარლამენტში დარეგისტრირდა შესაბამისი კანონპროექტები უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებების – „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ“ და „საერთო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ – დამტკიცების თაობაზე. კანონპროექტების ტექსტები რადას ვებგვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.