„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე საკუთარ facebook-ანგარიშზე აქვეყნებს პოსტს ოპოზიციური პარტიების გამარჯვების მისეულ ხედვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა უნდა გულისხმობდეს მსგავსების შეკრებას და არა ერთ „უნგრულ ქვაბს“ .
[su_quote] ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასურა, რომ გამარჯვების ფორმულა არის ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ოღონდ არა წარუმატებელ ერთ “უნგრულ ქვაბში” ყველას თავმოყრა, არამედ მსგავების შეკრება.
რა კონტურები შეიძლება შეიძინოს ოპოზიციურმა ფლანგმა?:
-ნაციონალური მოძრაობა ცალკე,
-ხუთი პროცენტის დამოუკიდებლად გადამლახავები ცალკე( ასეთი ახლა მხოლოდ ერთი, გახარიას პარტია ჩანს, თუმცა მასაც დასჭირდება გაძლიერება),
-იდეოლოგიურად ახლოს მდგომი პარტიებიდან 2-3 “ბლოკის” შექმნა.
ეს არ არის ადვილი საქმე, ვინაიდან დიდი ალბათობით დარჩება ხუთპროცენტიანი ბარიერი და პარტიებს მოუწევთ ამბიციების დაძლევა და რომელიმე სხვა პარტიის ნომრით გამოსვლა. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ბოლო მომენტში, წინასაარჩევნოდ, ასეთი გაერთიანებები როგორც წესი, იშლებიან, ერთის მხრივ შეუთანხმებლობის, მეორეს მხრივ ხელისუფლების მონდომებით.
შეუსრულებელი და უდროო დროს წამოწყებული ინიციატივები ( საერთოოპოზიციურ პრაიმერიზზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც მეტად არასერიოზულია) არის დამაზიანებელი, ქმნის დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე. ეს ახლა კარგად მოსჩანს ტელეეკრანებზეც.
მაყურებლის (ამომრჩევლის) თვალში ამას არაფერი მოუტანია სასიკეთო. დადებითი ის შეიძლება იყოს, რომ მსგავსი რამ კვლავ არ გავიმეოროთ და საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ. [/su_quote]
– წერს რომან გოცირიძე.