ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად ღია რჩება კავშირის არხები აშშ-სა და რუსეთს შორის – ბაიდენის მრჩეველი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა, ღია რჩება კავშირის არხები აშშ-სა და რუსეთს შორის.

„ბიბისის“ ინფორმაციით, 7 ნოემბერს ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლის დროს სალივანმა თქვა, რომ ვაშინგტონის ინტერესშია კრემლთან კონტაქტების შენარჩუნება.

6 ნოემბერს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალივანმა გაუხმაურებელი საუბრები გამართა რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან იმ იმედით, რომ შემცირდეს ბირთვული კონფლიქტის საფრთხე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 7 ნოემბრის ტრადიციულ ღამის მიმართვაში თქვა, რომ ის ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისათვის, თუ ეს იქნება „ნამდვილი“ მოლაპარაკებები, რომლებიც აღადგენს უკრაინის სახელმწიფო საზღვრებს, უზრუნველყოფს უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდასა და სამხედრო დამნაშავეების დასჯას.

იტვირთბა....