ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა გვარამიას შეწყალება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება – ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა გვარამიას მიმართ შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს.

ლომჯარიას განცხადებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობს.

“დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია და, რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ეს არის ექსკლუზიური კომპეტენცია, ეს არის ნამდვილად პოლიტიკური კომპეტენცია პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობდა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებისაკენ მოუწოდებენ. 7 ნოემბერს, ამავე მოწოდებით, ზურაბიშვილს 12-მა ევროპარლამენტარმა მიმართა.

იტვირთბა....