ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ კანდიდტის სტატუსი არ გვექნება, ხელისუფლებას პასუხს ვაგებინებთ – პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აკრძალული აქვს კანდიდატის სტატუსის მიღება. ახალი მოძრაობა კი ხელისუფლებას პასუხს აგებინებს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს საქართველოს არ მისცემენ.

როგორც მანჯგალაძემ თქვა, ანგარიშში ასახულია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლებიც მედიამფლობელების დევნას, მიკერძოებულ სასამართლოსა და ბიძინა ივანიშვილს ეხება.

„ქართულ ოცნებას“ აკრძალული აქვს კანდიდატის სტატუსის მიღება და რეკომენდაციების შესრულება, ისევე როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს აუკრძალა რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ისევე როგორც სომხეთს აუკრძალეს თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა. ნუ ვიქნებით მიამიტები და ნუ შევხედავთ ისე, თითქოს ოპოზიცია რომ არ მუშაობს კომიტეტთან არსებულ ქვეკომიტეტის სამუშაო ფორმატში, ამის გამო არ გვაძლევენ პარტნიორები კანდიდატის სტატუსს. დღეს რომ არ გვაქვს სტატუსი ვისი ბრალია? ღმერთმა ნუ ქნას და ხვალ რომ არ მოგვცენ, რა ფორმით აპირებენ პასუხისმგებლობის აღებას ქართველი ერის წინაშე?! როგორ აპირებს პატივცემული კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი პასუხისგებას? ბრიტანეთში პრემიერი გადადგა იმის გამო, რომ დაარღვია კოვიდრეგულაცია – ესაა დემოკრატია და როცა ისტორიულ არჩევანზე „ქართული ოცნების“ შეთქმულების გამო უარს გვეტყვიან, რა ფორმით აპირებენ პასუხისგებას?! ჩვენ არ ვაპირებთ გულზე ხელის დაკრეფას, ჩვენი ახალი ევროპული და ეროვნული მოძრაობა ვაპირებთ მოვემზადოთ რეკომენდაციის შესრულებისთვის და მეორე – პასუხი ვაგებინოთ ხელისუფლებას თუ კანდიდატის სტატუსი არ გვექნება,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....