ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა – ავტობუსისა და ორი სატვირთო ავტომობილის შეჯახებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აღრის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსისა და ორი სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე 7 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მათივე ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. 7 მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, 18 დაშავდა, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია“, – აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....