ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანქციები კი არ უნდა დავუწესოთ, ბიძინა ივანიშვილს დილას, შუადღეს და საღამოს მადლობა უნდა ვუხადოთ – ზურაბ ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე, რომელიც სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულია, ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილი არის ქვეყნის სიმშვიდის გარანტი და ამისთვის დილას, საღამოს და შუადღეს მადლობა უნდა ვუხადოთ. ხაჩიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილის დასაცავად მთელი ქვეყანა გამოვა.

“მე ვფიქრობ, სანქციები კი არ უნდა დავუწესოთ ბიძინა ივანიშვილს, არამედ დილას, საღამოს და შუადღეს, ყოველდღე მადლობა უნდა ვუხადოთ, იმიტომ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენს ქვეყანაში არის სიმშვიდის გარანტი, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ვერ აიტანს კიდევ ომს, ოკუპირებას, ქაოსს დააშ. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეტყვით არ დაჭირდეს ბიძინა ივანიშვილს, თორემ მთელი ქვეყანა გამოვა მის დასაცავად.

იმიტომ, რომ ის ორმაგი სტანდარტები, მათი ხრიდან მიდგომები ის, რომ უკრაინაში ვიღაცებს რაღაცების უფლება აქვს და ახლა ომში იმყოფება, უბრალოდ ზედმეტს აღარ ვიპალარაკებ არაფერს უკრაინაზე,იქ ყველაფრის უფლება აქვს ოლიგარქებს და აქ კაცი რომელიც ამდენი წელია, მათ შორის ნაციონალების და შევარდნაძის დროიდან და უფრო ადრე, ხალხს გვერდში უდგას, ამდენ ქველმოქმედებას ახორციელებს, ამ ადამიანს უწესებს ვინმე გარედან სანქციებს?! არ დაჭირდეს ბიძინა ივანიშვილს თორემ აგერ პირდაპირ გეუბნებით, მე კარგად ვიცი, საზოგადოების ყველა ფენაში მიწევს შეხვედრები, მეგობრებიც მყავს, მთელი ქვეყანა გამოვა მის დასაცავად. მე მგონია რომ არ დასჭირდება.

თუ გადავხედავთ ყველანაირი მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკა, სასამართლო, ბიზნესის განვითარება, სიტყვის თავისუფლება, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. ძალიან სამწუხაროა, რომ კანდიდატის და არა სრულუფლებიანი წევრის საკითხზე ამდენი პალარაკი მიდის ევროსაბჭოზე და იქვე მიხელ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად ტოვებენ” , – განაცხადა ზურა ხაძიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.

იტვირთბა....