aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თელავში თბილისის გზატკეცილზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დანაშაული ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მოხდა, სადაც ინციდენტამდე ახალგაზრდები ქეიფობდნენ. სავარაუდოდ მათ შორის შეხლა-შემოხლას ორი ახალგაზრდას დაჭრა მოჰყვა. დაჭრილები თელავის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. მიმდინარეობს თვითმხილველების დაკითხვა.

 

 

იტვირთბა....