ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის სკოლებში საბჭოური საგნის დაბრუნებას გეგმავენ

რუსეთის სკოლებში სამხედრო მომზადების საბჭოური საგნის დაბრუნებას გეგმავენ. აღნიშნული ინიციატივა პარტია „სამართლიანი რუსეთის“ თავმჯდომარეს, დუმის დეპუტატ სერგეი მირონოვს ეკუთვნის.

გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხარი დაუჭირა სკოლებსა და პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებლებში დაწყებითი სამხედრო მომზადების საგნის დაბრუნების იდეას და საგნისთვის სულ მცირე 140 საათის დათმობას.

მირონოვის თქმით, დუმის ყველა ფრაქცია მზად არის მხარი დაუჭიროს მის ინიციატივას, რომელმაც “განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ”.

იტვირთბა....