ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

არ გიშველის პუტლერ არაფერი! – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი უკრაინის ომზე

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ახალი ამბების დასტით!
ბოლოს და ბოლოს, ნასამს-ის პირველი ბატარეა უკრაინაშია თავის 9 ლონჩერით და 54 რაკეტით! კიიდო იტალიური ასპიდე-ს ჰსთ სისტემაც უკვე ჩვენებს აქვთ! ესე არ ჯობია შე კაცო!
გახსოვთ, გოსტომელის აეროდრომზე ურდომ უკრაინული, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი “მრია” რო გაძარცვა და უვარგისი გახადა? ჰოდა, ახლის მშენებლობა დაწყებულია გასაიდუმლოებულ ადგილას, 30% უკვე გაკეთებულია, თან ძველის ნაწილებსაც იყენებენ და თან მოდიფიკაციასაც ახდენენ! ძალიან მაგარი ერია უკრაინელები! ძალიან!
სამაგიეროდ, გუშინ ხერსონის თავზე ურდოს 277-ე თვითმფრინავი დაიფერფლა! ამჯერად სუ-25 გაანადგურეს ჩვენებმა!
ხერსონის მიმართულებაზე ისევ პოზიციური ბრძოლები და არტილერიული დუელი მიმდინარეობს! სანდო ექსპერტები უბნობენ 25-თვის არის მოსალოდნელი დიდი ამბები ბერისლავზეც და მიკოლაევ-ხერსონის მიმართულებაზეცო! ვნახოთ, ვნახოთ!
ზაპოროჟიეშიც ამაგრებენ ურდოსები თავდაცვის ზღუდეებს! მაინც შიში აქვთ, რომ მელიტოპოლში ახალი სიურპრიზი არ გამოუგდონ ჩვენებმა!
ლუჰანსკში სვატოვოს და კრემენნას მინართულებაზე გრელდება სერიოზული ბრძოლები!
ხოლო დონეცკში პავლოვკასთან ხო დააწვინეს შტაპელებად საზღვაო ქვეითთა დესანტის ბრიგადა; ბახმუტთან კიდევ დაამატეს ვაგნერელები და მართლა გადაავსეს ბრძოლის ველი მტრის ტვირთი 200-ებით!
ამ ყველაფრის შემხედვარე, თანაც იმ ფონზე რომ 90% ჩმობიკების გადააგდეს, ფული არ ჩაურიცხეს, აღჭურვილობა თვითონ აყიდინეს და ყავთ გამზადებული საზარბაზნე ფარშად, სულ უფრო მეტი კადრები ვრცელდება ბუნტების! აგინებენ აფიცრებს და ხელითაც იწევიან! თვით გენერალიტეტს ლანძღავენ!
ამ ფონზე გააქტიურდა პუტლერის პოვარი პრიგოჟინი და რამზანკა დონ დონ დიროვი! გენშტაბს და სამინისტროს ხო ლანძღავენ, ახლა ისიც დაემატა, პრიგოჟინმა ამერიკის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და მომავალშიც ჩავერევითო!
მოკლედ, ამ ორი პერსინაჟისგან აცხობს პუტლერი რადიკალების, უკმაყოფილოების და ნაციონალისტების ახალ ნავსაყუდელს! ომს რო წააგებენ, ბრაზი სწორი მინართულებით უნდა წავიდეს და მაქსიმალური კონტროლის ქვეშ! არ გიშველის პუტლერ არაფერი! თეთრი სახლის სპიკერმა ჰბრძანა, ვინც არ უნდა მოიგოს კონგრესის შუალედური არჩევნები, უკრაინის დახმარება არ შეწყდებაო! ანდერსთენდ პუილო?
ინდონეზიაში დიდი 20-ეულია სამიტზე, როგორც ჩანს, აღარ წაშავდება! ასე ვარაუდობს ინდონეზიიის პრეზიდენტი! სამაგიეროდ ჩავლენ ბაიდენი და სი ძინ პინი! მომავალ კვირას დიდი ლაპარიკები იქნება!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ განადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი

იტვირთბა....