ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მესამე პრეზიდენტს ინგლისელი ფსიქიატრი მოინახულებს

მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა “ვივა მედში”, ცენტრ “ემპათიის” ექიმებთან ერთად, ინგლისელი ფსიქიატრი მოინახულებს.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არსებული ყველა დასკვნა შეჯამდება და საბოლოო დასკვნის სახით აისახება. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნა ამერიკელმა ექსპერტებმა მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს უკვე გადაუგზავნეს. ამ დასკვნის მიხედვით, არ დასტურდება დიაგნოზი, რომლებზეც ექიმები თავდაპირველად საუბრობდნენ. ექსპერტები დასკვნაში, სავარაუდოდ, დემენციაზე საუბრობენ.

იტვირთბა....