CNN-ის ინფორმაციით, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიგონეს. იმ დაავადების სიაში, რომლის დამარცხების პირობასაც მეცნიერები იძლევიან, სიმსივნესთან ერთად, შიდსი და ებოლას ვირუსიც არის. ბიომასალისგან შექმნილი ინექცია ადამიანის სხეულში უმცირეს კარკასს ქმნის, რომლიც მძიმე დავადებების მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს.
მკვლევარების მიერ შექმნილი ვაქცინა იმუნურ სისტემას ააქტიურებს და დაავადებების მიმართ ბრძოლას უფრო ეფექტურს ქმნის.