ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც საქართველოს წინსვლას შეაფასებს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებზე ღია შეტევა მიიტანა – შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული რეზოლუცია შეაფასა და თქვა, რომ “ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები, სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა”.

ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, როცა ხდება რამდენიმე დაინტერესებული ჯგუფის მხრიდან პირდაპირ პარტიული პოლიტიკის გატარება, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის, დავით კეზერაშვილისთვის ხელის დაფარებაზე და ა.შ. სამწუხაროა, რომ ასეთი რამე ხდება, თუმცა ეს პირველად არ ხდება. მთავარია ერთი რამ და ეს დასტური გვაქვს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რომ ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მათ შორის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ვინც შეაფასებს საქართველოს, ეს არის ევროკავშირის კომისია”- თქვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....