ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავარია რუსთავში – დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ფოლკსვაგენისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკის წარმომადგენლების თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები

იტვირთბა....