ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

7 ნოემბერს დაზარალებულ ადამიანებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ – იაგო ხვიჩია

პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, 7 ნოემბერს, 26 მაისს და 20 ივნისს დაზარალებულ ადამიანებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. მისი თქმით, საქართველოში არცერთი მიტინგი არ დარბეულა კანონიერად.

„მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროსაც იყო ასეთი ამბავი, იყო ამ ხელისუფლების დროსაც და იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ყველა მათგანში ადამიანები იყვნენ მართლები და მთავრობა ცდებოდა. ასეთი თვალსაზრისით უნდა შევხედოთ ამას, რომ საქართველოში არასდროს ​ ჰქონდეს მთავრობას ადამიანების დარბევის საშუალება, მაგრამ სულ ხდება რაღაც თვალსაზრისით, რომ ადამიანები ამ მანდატს აძლევენ საკუთარ მთავრობას, რაც ყოველთვის სამარცხვინოა. ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ, როგორც 7 ნოემბერს, ისე 26 მაისს, ისე 20 ივნისს დაზარალებულ ადამიანებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იტვირთბა....