aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მკვდარი მკვდარის აეკიდაო – ზარქუა ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ველიკალეპნაია ტროიკა“ დავარქვათ. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ამათ რა უნდა ქნან? – ასე გამოეხმაურა “გირჩი მეტი თავისუფლებას”, „დროას” და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებას “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება ქაოსში და რევოლუციურ სცენარებში შესვლა.

„ხელმოცარულები იყვნენ, როცა პარლამენტში იყვნენ და ამიტომაც დატოვეს და ახლა გარეთ რა უნდა ქნან?! კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, როგორც კი გადააბიჯებენ და ჩვენს ახალგაზრდებს და მოქალაქეებს შეცდომაში შეიყვანენ, ვითომ რევოლუციას რომ ამზადებდნენ და მერე რომ მიატოვეს, მიაგდეს ის ახალგაზრდები და გვერდზე გადგნენ – ჩვენ არაფერ შუაში ვართო, პასუხს აგებენ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება ქაოსში და რევოლუციურ სცენარებში შესვლა, ამის საფუძველი არ არსებობს. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, მეორე ფრონტში რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, მათ შორის შიდა მავნებლებმა არ შეიყვანონ. ჩვენ ამ ფონს გავალთ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ვერ ეღირსებით, რომ ეს ქვეყანა არიოთ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ინტერესებშია ევროინტეგრაცია, 12 პუნქტის შესრულება და მმართველი პარტია ამას ასრულებს“, – აღნიშნა ზარქუამ.

იტვირთბა....