aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო რამდენიმე თვეში აფხაზეთში 2.5 მილიონი რუსი გადასახლდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამ პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია.

უწყების სტატისტიკაში საქართველო და აფხაზეთი ცალცალკეა წარმოდგენილი, რადგან საქართველოს ეს რეგიონი კრემლისთვის „დამოუკიდებელი რესპუბლიკაა“.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრნენ დაახლოებით 460 000-ჯერ, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე სტატისტიკით, ივლისი-სექტემბრის პერიოდში რუსეთი 9.7 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

იტვირთბა....