თბილისში მკვლელობა მოხდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ ეზოში მოკლეს. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩის 26-ა ნომერთან სავარაუდოდ, დანით, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვავაში, ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.