aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ძალალდობა ჟურნალისტებზე – საია 5 ივლისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 16 მედიის წარმომადგენლის სახელით მიმართა ევროსასამართლოს 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით. საიას ინფორმაციით, 5 ივლისს 4 მუხლი დაირღვა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ გამოძიება არაეფექტურია და ამ დრომდე დაუსჯელია ყველა ორგანიზატორი.

“16 მედიის წარმომადგენლის სახელით მივმართეთ ევროსასამართლოს 5 ივლისს საქმეებთან დაკავშირებით. მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტურია როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, რომლებიც არ არიან ყველანი დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს მოძიებული სათანადო და საჭირო მტკიცებულებები, ყველა მოძალადე არ ყოფილა დასჯილი ამ დრომდე და რაც ერთ ერთი ყველაზე საგანგაშოა ისაა, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაა მიცემული მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენისა. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს ამ ნაწილში” განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.”- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....