მსოფლიო

„მარკ, ძალიან გთხოვ“: კანიე უესტი მარკ ცუკერბერგს 1 მილიარდს თხოვს

მას შემდეგ, რაც კანიე უესტმა ტეილორ სვიფტთან სექსზე სიმღერა შექმნა და განაცხადა, რომ ეს თავად ტეილორის იდეა იყო, ალბათ, მისგან ამაზე უარესს თითქმის აღარავინ ელოდა, მაგრამ კანიემ ამჯერად საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბა.

გუშინ, უესტმა საჯაროდ აღიარა, რომ ვალები აქვს და ახლა „ფეისბუქის“ დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ფინანსური თანადგომა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება: „ჩემი ვალი 53 მლნ დოლარს შეადგენს, გთხოვთ, ილოცეთ, რომ ამას გავუმკლავდე. მარკ, ძალიან გთხოვ, ჩადე კანიე უესტის შემოქმედებაში 1 მლრდ დოლარი, ის ხომ ყველა დროის საუკეთესო შემოქმედია. მარკ, ვიცი, რომ დღეს შენი დაბადების დღეა, იქნებ, ხვალ მაინც დამირეკო? ფული არ მყოფნის იმის შესაქმნელად, რაც შემიძლია… დამეხმარე მარკ!“ – წერს რეპერი სოციალურ ქსელში.

okmagazine.ge

იტვირთბა....