სამხარაულს დოკუმენტი ვაკის პარკის ტრაგედიის ამბავს თავდაყირა აყენებს – ვაკის პარკში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ ადვოკატები მუშებ-შემდუღებლებისთვის და ქვეკონტრაქტორი კომპანიის მმართველისთვის ბრალის მოხსნას ითხოვენ. დამნაშავეებად გამოცხადება კი მერიის მაღალჩინოსნებს ემუქრებათ.
ადვოკატები ახლა ოფიციალურ დოკუმენტის ჩაბარებას ელოდებიან.
“თავის დროზე ის პროექტშივე არსებული დარღვევა, რამაც შეიძლება დღეს ეს ტრაგედია გამოიწვია. თუკი არის ის დარღვევა ასახული, რომელზედაც დამოკიდებულია ის ბრალდება იყოს მიბმული, რომელზედაც ბრალედბის მხარე მუშოაბს, სავარაუდოდ, ჩემი დაცვის წვეშ მყოფების მიმართ ის ბრალი არ დადასტურდება, რაც შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში მათი ბრალეულობა, რასაც ედავება გამოძიება, ფაქტობრივად, არ მოხდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ გამოიკვეთოს ვინმეს მიმართ ბრალი,” – ამბობს ადვოკატი თემო მექოშვილი.
სახელმწიფო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვაკის პარკის შადრევანი ღია სივრცეში საყოფაცხოვრებო სტანდარტით იყო აშენებული – არ იყო უსაფრთხოების რელეები, არ იყო დამიწება.
დაზარალებული, ბრალდებული და შადრევნიის უსაფრთხოებაზე პასუხისგებელი ყველა მხარე სამხარაულის ბიუროს ექსპერტის, უჩა ხაჩიურის ხელმოწერილ მთავარ დოკუმენტს ელოდება.
წყარო: “ნოდარ მელაძის შაბათი”