ბათუმს ახალ წელს 1 000 000 ლარიანი ნაძვის ხე ექნება – კომპანია „აჭარგანათებამ“ ბათუმის მერიასთან გამარტივებული წესით ხელშეკრულება გუშინ გააფორმა.
“1 თვეა ვითხოვთ არჩილ ჩიქოვანისგან პასუხს. ხელშეკრულება გამოგვიზავნოს, მაგრამ ვერ მივიღე. ახლა ვგებულობთ, რომ ტენდერი მოიგო ისევ “აჭარგანათებამ”, რომლის ხელმძღვანელიც არის არჩილ ჩიქოვანის კლასელი”- განაცხადა ქეთი ლასტაკანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან.