ჯანდაცვა

პროფესორი, რომელიც კოსმონავტებზე ზრუნავდა უნიკალურ დიეტას გვთავაზობს

ცნობილი საბჭოთა პროფესორი ივან ნეუმივაკინი კოსმონავტების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ის, რა მეთოდებითაც სარგებლობდა პროფესორი ტრადიციულ მედიცინაში ყველა პოპულარული ხერხისგან განსხვავდება.

აი რას გვირჩევს პროფესორი:

1. მიირთვით ცოტა. ასე საჭმლის გადამუშავება უფრო ადვილდება. მისი აზრით 24 საათში საკვების იდეალური ბალანსი არის 15–20 % ცილა, 50–60 % მცენარეული საკვები, 30–35 % ნახშირწყალი.

2. რაც უფრო კარგად დაღეჭავთ საკვებს მით უფრო კარგად გადამუშავდება და რაც მთავარია ცილოვანი და ნახშირწყლით სავსე საკვები ერთად არ მიირთვათ.

3, ჭამის შემდეგ 20 წუთი დაისვენეთ. ამ დროში ორგანიზმი საკვებს ამუშავებს.

4, საღამოს 7 საათის შემდეგ ნუღარ მიირთმევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ორგანიზმიც ჯანმრთელი იქნება და ზედმეტი წონაც არ შეგაწუხებთ.

5. ჭამამდე 10–15 წუთით ადრე წყალი დალიეთ. ჭამის შემდგ კი 2 საათი არ დალიოთ: ყავა, ჩაი, კომპოტი და ა.შ. დღეში 2 ლიტრი წყალი მიიღეთ.

6. არ მიირთვათ ცხელი საჭმელი და სასმელი. რეკომნდებულია მხოლოდ თბილი.

7. კვირაში 1 დღე განტვირთვაა საჭირო. მიირთვით ან მხოლოდ ხილი, ან ბოსტნეული. ეს იმისთვისაა კარგი, რომ ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს.

ნუ მიირთმევთ თუ შიმშილის გრძნობა არ გაწუხებთ. ეს ჯანმრთელობას ვნებს. მხოლოდ მაშინ მიირთვის, როცა ორგანიზმი გთხოვთ.

9. თუ ავად ყოფნისას მაღალი ტემპერატურა გაქვთ ჯობია საკვები არ მიიღოთ. დალიეთ ბევრი სითხე და გამოჯანმრთელება ასე უფრო გაგიადვილდებათ.

10. უზმოზე წყალი სვით. ეს ნაღვლის ბუშტს და მთლიანად ორგანიზმს ეხმარება, რომ მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იმუშაოს.

 

იტვირთბა....