ახალი ამბები მთავარი სამართალი

“უცნობი” რეესტრის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

 

„მათი მხრიდან ეს  არაბიზნესმეგობრული გადაწყვეტილებაა“- განაცხადა ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

საქმე შეეხება გია გაჩეჩილაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის საჯარო რეესტრიდან იმ პირის გამოვლენას და მისი პასუხისგების საკითხის დაყენებას მოითხოვს, რომელმაც მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეაჩერა.

„მეტრონომი“ ამ საკითხზე გია გაჩეჩილაძის ადვოკატს, ირაკლი კორძახიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის მიერ ეს არაბიზნესმეგობრული გადაწყვეტილებაა.

„პარასკევს ჩვენ ყველა სათანადო განჩინება მივიტანეთ. რეესტრის სტრატეგიიდან გამომდინარე, უბრალოდ შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა განცხადება შეიტანოს და 30 დღე გააჩეროს საკონტროლო პაკეტის მფლობელის მიერ მიღებული გადაწყვტილება დირექტორის რეგისტრაციაზე. მათი მხრიდან ეს  არაბიზნესმეგობრული გადაწყვეტილებაა“ – აღნიშნა კორძახიამ.

მისივე თქმით, რეესტრი ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს „მაესტროს“ გაკოტრების პროცესს.

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირების საკითხი  შეაჩერა. რეესტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა დირექტორად რეგისტრირების შესახებ ეწინააღმდეგება ეთერ (ბაია) გადაბაძის განცხადების მოთხოვნებს. საკითხის შეჩერების შესახებ განცხადება საჯარო რეესტრმა გაავრცელა. რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის მიერ შეტანილი განცხადება, შეჩერების აღმოფხვრის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....