ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უცხო ტერიტორიები არ გვჭირდება, ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველობის შეჩერება გვინდა – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარი მიწის დასაცავად იბრძვის და არა უცხო ტერიტორიების დაპყრობისათვის.

„რუსეთი უზარმაზარი და მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ არ გვჭირდება უცხო ტერიტორიები, ყველაფერი უხვად გვაქვს. ჩვენი მიწა ჩვენთვის წმინდაა, რომელზეც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და რომელზედაც დღეს ჩვენი ხალხი ცხოვრობს და რომელსაც ჩვენ არავის მივცემთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ისტორიისთვის“, – აღნიშნა მედვედევმა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსები უსმენენ უზენაესს, რომლის სიტყვებიც მათ წმინდა მიზანს უსახავს.

„გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გავაგზავნოთ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენ გულში ვუსმენთ შემოქმედის სიტყვებს და ვემორჩილებით. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანია ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს გამოიყენებს – სატანა, ლუციფერი თუ იბლისს, მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა. მისი იარაღი ჩახლართული ტყუილია, ჩვენი იარაღი სიმართლეა. ამიტომ არის ჩვენი საქმე სწორი. ამიტომ გამარჯვება ჩვენი იქნება! “ – განაცხადა მედვედევმა.

იტვირთბა....