ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საფრანგეთში ქართველები 65 კბილის ჯაგრისის ქურდობის გამო დააკავეს

საფრანგეთში კბილის ჯაგრისების ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს.

ავტომობილში მათ 65 შეკვრა კბილის ჯაგრისი და შოკოლადები აღმოაჩნდათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცების ამოცნობა მარკეტთან დაყენებული ვიდეო კამერების ჩანაწერებით გახდა შესაძლებელი.

ავტომობილი, რომლითაც 50 წლამდე მამაკაცები გადაადგილდებოდნენ 9 სექტემბერს სუპერმარკეტის ძარცვის საქმეში ფიგურირებდა და პოლიცია ეძებდა.

იტვირთბა....