უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე დღეს დილით სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედრის ჩამოსვენებას თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.
40 წლის გურგენ გაგნიძე დონეცკის ოლქში დაიღუპა. ქართველ გმირს ზესტაფონში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.