რუსებს უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეექმნათ. უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს პერსონალის მნიშვნელოვანი დანაკარგების პარალელურად, რუსეთს პრობლემები აქვს მძიმე სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები იუწყებიან.
„ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ, დახმარებისთვის მიმართა ბელორუს და დაიწყო მოლაპარაკებები ბელორუსის საწყობებიდან 100 ტანკისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე“, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.