ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთი დაღუპული უკრაინელი სამხედროების მონაცემებს ვერ აქვეყნებს, თავად პუტინმა კი უკვე 75 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 74 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
ტანკი – 2 750 ერთეული [+16]
ჯავშანტექნიკა – 5 580 ერთეული [+28]
საარტილერიო სისტემა – 1 772 ერთეული [+17]
MLRS – 391 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 201 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 277 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 258 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 450 ერთეული [+8]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 397 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 174 ერთეული [+12]
სპეცტექნიკა – 155 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

330 თვითმფრინავი
168 ვერტმფრენი
2 422 უპილოტო საფრენი აპარატი
384 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
882 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 547 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
6 986 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი

იტვირთბა....