სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ირანი მალე გათავისუფლდება. აღნიშნული განცხადება ბაიდენმა შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ირანში უკვე შვიდი კვირაა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია.