ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ცნობილია სამი რუსი, რომლებმაც პუტინი უკრაინაში შეჭრისკენ წაახალისეს – The Times-ის ექსკლუზივი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ФСБ-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა დაარწმუნეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის აუცილებლობაში.

ბორტნიკოვისა და პატრუშევის გარდა, პუტინის ომის დაწყების გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა მილიარდერმა იური კოვალჩუკმა – ამის შესახებ The Times რუსეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, გამოცემის ინფორმაციით, ის მხოლოდ ყოყმანობდა.

ამავდროულად, რუსული ელიტის უმეტესობა, სავარაუდოდ, არ იყო ინფორმირებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გეგმების შესახებ და პუტინის სიტყვებს „ბლეფად“ აღიქვამენ.

იტვირთბა....