თბილისში, ხარფუხის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
როგორც ადგილობრივი ყვებიან, ნგრევის ხმა გაიგეს და გარეთ გამოსულებმა დაინახეს, რომ ორ სართულიანი შენობა სრულად ჩამონგრეული იყო.
“ხმაურზე გამოვედი და ვნახე, რომ ჩემი სახლის ნახევარი მხარე წასულია, ჩამონგრეულია. გაზს აბრალებენ, მაგრამ გაზის მილს დაეცა შენობის ნაწილი და ძირს ჩააგდო. სასტუმროს მშენებლობა ჩემი სახლის გვერდით 4 თვეა, რაც მიმდინარეობს. ანგრევენ, თხრიან ყველაფერს. არ ვიცი, მერიაში რამდენი განცხადება არის შესული ჩვენგან, რომ მოგვხედონ, გააკეთონ გამაგრება. კაციშვილს არ აინტერესებს ჩვენი ამბავი” , – ამბობს ხარფუხის ქუჩის მაცხოვრებელი.
ადგილზე ამ დრომდე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

