კახეთში, სოფელ საქობაში, სოციალურმა მუშაკმა დედას შვილები მოჰპარა. მზევინარ ჭუჭულაშვილი 9 წლის ქეთისა და 6 წლის ივანეს ერთი თვეა, უშედეგოდ ეძებს.
ირკვევა, რომ სოცმუშაკმა არასრულწლოვნებს სკოლაში მიაკითხა და მინდობით აღზრდაში პირდაპირ იქედან წაიყვანა. მშობელს მხოლოდ ის უთხრეს, რომ საკუთარ შვილებს სამი თვის შემდეგ ნახავდა. საბედისწერო განაჩენის მიზეზი ბავშვებისთვის შეუფერებელი საარსებო პირობები აღმოჩნდა. ოჯახმა სააგენტოდან გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო.
სოფელ საქობოს სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ მინდობით აღსაზრდელად გაშვება დედის ინიციატივა იყო, ბავშვები სკოლაში მშივრები დადიოდნენ და ტანსაცმელს პედაგოგები აძლევდნენ. მოზარდები კი მასწავლებლებს უყვებოდნენ, რომ ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.
სოციალურ სააგენტოში ,,პირველებს” განუმარტეს, რომ ბავშვები სახლიდან უმძიმესი პრობლემების გამო წამოიყვანეს, შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ბინაში გაუსაძლისი სიცივე და ანტისანიტარია იყო.

