მეუფე იაკობი აცხადებს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს არაერთხელ დაეხმარნენ, მათ შორის კლინიკაში გადაყვანისას, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
“რატომ ჩამოდიოდა, საზღვარგარეთ წასასვლელი აღარ იქნებოდა რა, ხომ ასეა ხომ? არა ეხა, ნებისმიერი ადამიანი, მე არავის პატიმრობა ხო, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი საკუთარი მტრები რომ იყვნენ ხომ, იმათი პატიმრობა არ მინდა. მიხეილ სააკაშვილს, შეიძლება, ჩვენ არ დავდივართ ციხეებში, მაგრამ ვინც ციხეებში დადის იმაზე მეტად დავეხმარეთ. შეიძლება თვითონაც არ იცოდეს რა. გეუბნებით, დავეხმარეთ თუნდაც [საავადმყოფოში ეტაპირებით]… კეთილი ნება იყო ყველას ხელისუფლების და საპატრიარქოსი. ჩვენთან იყო დედამისი მოსული იცით და მაგის მერე ძალიან მალე გადაიყვანეს”,- ამბობს იაკობი.

