ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასწრაფომ გარდაცვლილად მიიჩნია, ჩვენი მიკროავტობუსით გადავიყვანეთ საავადმყოფოში – გორში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ახლობლები პარამედიკოსებს აბრალებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში 30 წლის ქალი, ოთხი შვილის დედა, ხილის კრეფის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ქალის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მას საავადმყოფოში დროულად გადაიყვანდა.

ახალგაზრდა ქალის მამის, გელა ბაირამოვის თქმით, ქალი 3 საათის განმავლობაში ხეხილის ბაღში იყო ზეწარგადაფარებული. ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილად ნაადრევად მიიჩნიეს. მათი თქმით, გარდაცვლილს ასთმური შეტევები ჰქონდა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარება ყოველთვის შედეგს იძლეოდა.

“დროულად რომ გადაეყავანთ საავადმყოფოში, შვილი გადარჩებოდა. ეუბნებოდნენ, გარდაცვლილიაო, მშობლები მოვიდნენ და გადაასვენეთ სახლშიო. როცა მივედი, ვნახე, რომ პულსი ჰქონდა. ჩვენი მიკროავტობუსით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. საავადმყოფოში მოვიყვანეთ, თქვეს – პულსი აღენიშნებაო, მერე გვითხრეს, დაიღუპაო” – ამბობს მამა, გელა ბაირამოვი.

იტვირთბა....