ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყველაფერი, რაც პოლიტიკურ დევნას ჰგავს, რისკის ქვეშ აყენებს ევროატლანტიკურ მომავალს – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინაპირობაა.

“თქვენ ყველამ ნახეთ აშშ-ს, ევროკავშირისა და საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების განცხადებები. ყველაფერი, რაც აშშ-მ 30 წლის მანძილზე საქართველოში გააკეთა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის არჩევანს, განამტკიცონ წარმატებული და დემოკრატიული მომავალი. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა ცენტრალურია ამ მომავლისთვის და ყველაფერი, რაც პოლიტიკური დევნას წააგავს, რისკის ქვეშ აყენებს ამ ევროატლანტიკურ მომავალს. ეს ის დაპირებაა, რაც საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, ქართველ ხალხს მისცეს საპარლამენტო არჩევნებში, რომ მიღწეულ იქნეს შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ამას ახლა ხელს უშლის, ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს, ძლიერ შემაშფოთებელია. აშშ-ში ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის საფუძველი ჩვენი დემოკრატიის. ეს არის ის, რაც მას ანიჭებს გამძლეობასა და ძალას, გაუმკლავდეს სხვადასხვა გამოწვევებს და დროის გამოცდებს. იგივე გვსურს საქართველოსთვისაც”, – განაცხადა დეგნანმა.

იტვირთბა....