ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაჭრეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

ყოფილი პრემიერი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ აქციას ესწრებოდა, რა დროსაც ფეხის არეში ესროლეს. მედიის თქმით, იმრან ხანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიტიკოსის პარტიის წევრების ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად ოთხი ადამიანი დაშავდა, თუმცა არავინ გარდაცვლილა.

იმრან ხანის მთავარი თანაშემწის განცხადებით, „ეს იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა“.

იტვირთბა....