ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასწრაფო მოვიდა, მიანება თავი და წავიდა – რა გახდა გორში 30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?

სოფელ რუისიდან “გორმედში” 30 წლის ქალი შეიყვანეს.როგორც ირკვევა,ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.ოჯახი მის გარდაცვალებას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ადანაშაულებს, რომელმაც მათი შვილი გარდაცვლილად გამოაცხადა და საავადმყოფოში აღარ წამოიყვანა.

“ასთმური შეტევები ჰქონდა ხოლმე, შესაძლოა დღესაც ასე დაემართა. მაგრამ ასეთ შემთხვევებში, ექიმები ყოველთვის ეხმარებოდნენ ხოლმე” სასწრაფოს რომ წამოეყვანა, ასე არ მოხდებოდა. ჩემი შვილი რუისში მუშაობდა, უცებ ცუდად გახდა და გარდაიცვალა. სასწრაფო მივიდა, მიანება თავი და წავიდა. რომ მივედი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული, ვნახეთ რომ პულსი ესინჯებიდა და წამოვიყვანეთ “გორმედში”. აქ უკვე გვითხრეს, რომ გარდაიცვალაო. სასწრაფოს მაშინვე უნდა წამოეყვანა, მაგრამ დატოვეს გაუბედურებული”.- აღნიშნავს 30 წლის გარდაცვლილი ქალის მამა.

იტვირთბა....