ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარგი იქნება, პრეზიდენტი თუ შეიწყალებს, მაგრამ ხელს არ მოვაწერთ – ელისაშვილი გვარამიას შეწყალებაზე

საპარლამენტო პარტიის, “მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შეწყალების ინიციატივას იზიარებს, თუმცა შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს. მისი თქმით, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი გვარამიას გაათავისუფლებს, თუმცა კოლექტიური ხელმოწერები მისთვის მიუღებელია.

“სულისკვეთებას იმის თაობაზე, რომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, ჩვენც ვიზიარებთ, ჩვენც ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას, დისკრეციას გამოიყენებს და გამოიყენებს შეწყალებას გვარამიას მიმართებაში. ეს რაღაც ამხანაგური ხელმოწერები არ მოგვწონს და კოლექტიური საბჭოური ხელმოწერები და არ ვაწერთ, თორემ სულისკვეთებას ვიზიარებთ. დიახ, ჩვენც მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით განცხადება “ლელოს” ინიციატივით მომზადდა და მას “ნაციონალური მოძრაობა” უერთდება.

იტვირთბა....