ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორმედში 4 შვილის დედა გარდაიცვალა – 30 წლის ქალის დაღუპვას დაპირისპირება მოჰყვა

“გორმედში” პოლიციაა მობილიზებული. კლინიკაში ცოტა ხნის წინ სოფელ რუისიდან 30 წლის ქალი შეიყვანეს, რომელიც როგორც ირკვევა, უკვე გარდაცვლილი იყო.

ოჯახის წევრები და ნათესავები გვიყვებიან, რომ 4 შვილის დედა მუშაობისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც გარდაცვლილად გამოაცხადა.

მას შემდეგ რაც, ცხედარს ზეწარი გადააფარეს, ოჯახის წევრებმა ქალს პულსი შეუმოწმეს და ირწმუნებიან, რომ ის ცოცხალი იყო.

“გორმედში” საკუთარი მანქანით გადაჰყავდათ, როდესაც მათი თქმით, გზაში დაიღუპა.

იტვირთბა....