ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა – საქსტატის ახალი კვლევა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.5%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10.6% შეადგინა.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

“პური და პურპროდუქტები + 26.1%
რძე, ყველი და კვერცხი + 22.1%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 21.9%
ზეთი და ცხიმი + 18.3%
ყავა, ჩაი და კაკაო + 20.6%
თევზეული + 12.3%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 16.9%
ხორცი და ხორცის პროდუქტები + 9%
ბოსტნეული და ბაღჩეული + 3.5%
ხილი და ყურძენი + 3.4%;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14%-ით აისახა.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5%-იანი მატება, რაც 1.31%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 27%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7%).”- ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.

იტვირთბა....