ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელებითა და გვარებით ვიცი ყველა ის ეპისკოპოსი, ვინც “ციანიდის რეალური შემოქმედი” იყო – მირცხულავა

ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ვულოცავ მამა გიორგის. ყოველთვის მიმაჩნდა და მწამდა, რომ ის არ იყო დამნაშავე წაყენებულ ბრალში. ამ გადასახედიდან, ერთი წამით არ ვნანობ იმას, რამდენი ტალახი და სიბინძურე გვესროლეს მე, ჩემს თანამოაზრეებს ამ საკითხში, ტექსტით – “მამალაძეს, როგორ იცავ”.

მაშინაც და ახლაც ვიცავდი და დავიცავ იმას, რაც მჯერა და მწამს. მადლობა სტრასბურგის სასამართლოს, რომ საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენსა და საქმის წარმოებას – მსვლელობას საკადროსი პასუხი გასცა. ახლა ყველაზე მეტად ის ეპისკოპოსები მეცოდებიან, რომლებმაც ხმა ვერ გაიღეს მამა გიორგის ინტერესების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი (სახელი და გვარებით ვიცი) თავად იყო “ციანიდის შემოქმედი”.

დიახ ახლა, კიდევ ერთხელ მრცხვენია ქართული სასამართლოსი, რომელმაც საქართველოს სახელით გამოუტანა განაჩენი გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილისადმი შურისძიების ნიადაგზე მკვლელობის მცდელობის საქმეზე.

მრცხვენია საქართველო მთავრობის – “უბედურებას რომ აგვაცილეს”.

მრცხვენია სპეცოპერაციის მწარმოებლების, რომლებმაც ვერც ციანიდის ყიდვის ფაქტი დაადასტურეს და ვერც ციანიდი იპოვეს მამა გიორგის ჩემოდნებში. (ჩემი ვერსიით იმიტომ, რომ ციანიდი უკვე ჩატანილი იყო ბერლინში – ვის მიერ ეგეც კარგადაა ცნობილი). აქ არავის მოვნიშნავ, იმის მიუხედავად, რომ უამრავ ადამიანს შეიძლება ვუთხრა მადლობა. მხოლოდ თორნიკე მამალაძეს ვეტყვი გამორჩეულ მადლობას და ბოდიშს მამა გიორგის შვილებს, იმისთვის რომ მათი მამა მეხუთე წელია უდანაშაულოდ იხდის სასჯელს“, – განაცხადა მირცხულავამ.

იტვირთბა....